შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების  თანამშრომლებს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ

სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლებს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლებს, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე სწავლება 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების მიზანს, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის იდენტიფიკაციისა და ტაქტიკის დახვეწა წარმოადგენდა.

სწავლების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების 200-მდე თანამშრომელი გადამზადდა. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.