შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თავდაცვის ძალების სარდლობის კურსანტები გადაამზადა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თავდაცვის ძალების სარდლობის კურსანტები გადაამზადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლებმა, ქუთაისში, ხონსა და სენაკში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის კურსანტები გადაამზადეს.

თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების დროს უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა და ტყის ხანძრების დროს ტაქტიკური მოქმედებები შეისწავლეს. სწავლების მიმდინარეობისას, კურსანტები სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის ტექნიკურ მახასიათებლებს და მათი გამოყენების სპეციფიკას გაეცნენ.

სწავლების მიზანს უწყებებს შორის საგანგებო სიტუაციების დროს კოორდინირებული მუშაობის დახვეწა წარმოადგენდა.