შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველმა, დიმიტრი მულაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლას-ვეგასში, გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დიმიტრი მულაძემ 60 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა, სადაც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნულ ჩემპიონატზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

დიმიტრი მულაძე არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვეტერან ძიუდოისტებს შორის.