შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


პოლონელმა ინსტრუქტორებმა მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

პოლონელმა ინსტრუქტორებმა მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, პოლონელმა ინსტრუქტორებმა მესტიასა და ყაზბეგში, სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარეს.

ტრენინგი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის (Polish aid) ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.