საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სახვითი ხელოვნების მუზეუმში რიგით მეორე სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა

სახვითი ხელოვნების მუზეუმში რიგით მეორე სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია არის კარგი და ეფექტური ფორმატი, იმისათვის, რომ მოხდეს სტრუქტურების დაკავშირება და გაღრმავდეს დონორებთან თანამშრომლობა ახალი პროექტების განხორციელების მიზნით.

‘’ეს არის რიგით მეორე დონორთა კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. აღნიშნული სისტემა მოიცავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს, როგორებიცაა ‘’112’’, ‘’საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური’’, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრს. ეს კონფერენცია არის კარგი და ეფექტური ფორმატი, რომ მოხდეს სტრუქტურების დაკავშირება და ასევე დონორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ახალი პროექტების განხორციელების მიზნით’’-აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.

კონფერენცია მიზნად ისახავს დონორი ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურების საჭიროებების გაცნობას. 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე, რომელმაც საქართველოში მოქმედ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამსახურის მიზნების, განხორციელებული პროექტების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემის განვითარების პროცესის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ, განისაზღვრა საჭიროებები და ამ პროცესის წარმატებულად განხორციელებისათვის საჭირო გზები.

ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოში USAID ზრდა პროექტის, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის ფინანსური მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართა.