შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ თბილისის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე №200 საჯარო სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.

თეორიული სწავლების ფორმატში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო საგანგებო სიტუაციის სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც მეხანძრე-მაშველებმა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება და დაშავებულის შენობიდან ევაკუაცია განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს და აღნიშნული ტიპის სწავლებები სამსახურის მიერ სისტემატურად ტარდება.