შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სწავლება ჩაუტარეს

პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და პოლონეთის სახანძრო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს ტაქტიკური სამეთაურო მომზადების კურსი ჩაუტარეს.

სწავლება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა მომზადება გაიარეს სხვადასხვა ტიპის ინციდენტების, ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების მართვისა და კონტროლის ისეთი პრინციპების შესახებ, როგორებიცაა ტაქტიკური გეგმის შემუშავება, შენობა-ნაგებობებში განვითარებულ ხანძარზე რეაგირება, ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირება და სხვა.

სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ("Polish Aid") ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის და ქართველ მეხანძრე-მაშველთა შესაძლებლობების განვითარება.