საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სტეფანწმინდასთან კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა

კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, ცეცხლის გაჩენის თავიდან ასაცილებლად შემთხვევის ადგილი წყლით და შესაბამისი ხსნარით დაამუშავეს 
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.