საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით თბილისში სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა. წვიმის შედეგად დაფიქსირდა ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყველა შეტყობინებაზე დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინეს. ამოიტუმბა წყალი, ასევე, დამუშავდა წაქცეული ხეები.

ამასთანავე, ძლერი წვიმა იყო შიდა ქართლში. რეგიონის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება შემოვიდა. ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.