შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით ვაზიანში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის  სწავლება ჩატარდა

მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით ვაზიანში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 60 სამხედრო მოსამსახურისთვის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა.

ტრენინგის თეორიულ ნაწილში მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობაზე, ისე სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს უსაფრთხოების წესებისა და ქცევის პროტოკოლების შესახებ. პრაქტიკულ ეტაპზე კი მათ, სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, სპეციალური წვრთნა გაიარეს ტყის ხანძრებზე რეაგირების მიმართულებით.

სწავლების მიზანს წარმოადგენს უწყებათშორისი თანამშრომლობის განმტკიცება, კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და იმ უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების დროს ეფექტური რეაგირებისთვის.