შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კამპანია  „პროფესია პოლიციელის" ფარგლებში,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,სკოლის მოსწავლეები ზუგდიდში ესტუმრნენ

კამპანია „პროფესია პოლიციელის" ფარგლებში,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,სკოლის მოსწავლეები ზუგდიდში ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, პროექტის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის სხვადასხვა ოპერაციული მიმართულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება რეაგირება სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაზე.

მოზარდებმა, ასევე, დაათვალიერეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა, სადაც დეტალურად გაეცნენ მათ ფუნქციურ დანიშნულებასა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს.