საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ასევე, ისინი 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელში, აღაიანში იმყოფებოდნენ, სადაც გარდაცვლილი გმირის ოჯახს შეხვდნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

ზურაბ მუზაშვილმა 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.