შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თელავში, პროექტის „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამსახურის საქმიანობის, მისი ფუნქციური სტრუქტურის, სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მექანიზმებისა და მეხანძრე-მაშველების სამუშაო სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამსახურის თანამშრომლებმა მოზარდების შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და მათთვის სპეციალურად მოწყობილ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.