შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსწავლეები ეწვივნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პროექტის - „პროფესია პოლიციელი“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოზარდებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ასევე გაეცნენ, თუ როგორ მოქმედებენ მეხანძრე-მაშველები სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციების დროს.

მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მიმართულების საჩვენებელი სწავლება გაიმართა. მათ შორის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, სამთო-სამაშველო და ურბანული ოპერაციების, ასევე, ავტომობილის ხანძრის ლიკვიდაციის პროცესის დემონსტრირება.

მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებს სამაშველო ბატუტის გამოყენების პროცესი აჩვენეს, ასევე, მაშველი ძაღლის მონაწილეობით სიმულაციური სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. სტუმრებმა სპეციალურად მოწყობილი სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უკვე 2 000-მდე მოსწავლე ეწვია.