შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველები, სტიქიის დროს დაღუპული კოლეგის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც იმყოფებოდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრში, სამაშველო სამუშაოებს ასრულებდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა