შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ რიჩარდ „დუეინ“ უილსონს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფს შორის თანამშრომლობის შედეგად, გაუმჯობესდა სამსახურის ტექნიკური და სპეციალური შესაძლებლობები. ამასთან, მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი გადამზადება და პროფესიული სწავლებები გაიარეს.

შეხვედრას, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები.