საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის ეროვნული გვარდიის გენერალი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ამავე სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსთან - შალვა კვინიხიძესთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბრიგადის გენერალს - თომას ბლექსტოკს და აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ერთობლივ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკელ სტუმრებს სამსახურის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნეს. აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებმა კი ქართული მხარის მიერ გატარებულ რეფორმებს დადებითი შეფასება მისცეს და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ამერიკული მხარე საქართველოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამის სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას გადასცემს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წლებია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისთან (ODC), როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი სწავლებების ჩატარების მიზნით.