შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში ფართომასშტაბიან საზღვაო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში ფართომასშტაბიან საზღვაო წვრთნაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ეროვნული საზღვაო ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნაში - GEO SAR & OSR EX 2026 მიიღეს მონაწილეობა.

წვრთნაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად სანაპირო დაცვისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იყვნენ ჩართული.

წვრთნის ფარგლებში შემოწმდა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას შესაბამისი დანაყოფების მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები, ასევე მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების ეფექტიანობა.

შესაბამისი ღონისძიებები საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან (JMOC) კოორდინაციით განხორციელდა, რაც მონაწილე უწყებებს შორის ინფორმაციის დროულ გაცვლასა და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.