კატასტროფების პრევენცია, რეაგირება და მართვა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების გადამზადება დაიწყო

კატასტროფების პრევენცია, რეაგირება და მართვა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების გადამზადება დაიწყო

სამოქალაქო უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიხედვით, საქართველო ვალდებულია ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვა.

ღონისძიების ფარგლებში რეგიონული ხელმძღვანელები გაეცნობიან ახალ გამოწვევებსდა ამოცანებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირება. სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტური რეაგირება და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა.

სწავლების ბოლოს დაგეგმილია სიმულაციური ვარჯიშები.

ტრენინგი ორგანიზაცია ‘’გადავარჩინოთ ბავშვების’’ მხარდაჭერით ტარდება.