საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

33 მოსწავლე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციას და საქმიანობას გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზას, პროგრამის -„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობა" ფარგლებში, შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 33 მოსწავლე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციას და საქმიანობას გაეცნო.

სამსახურის ინსტრუქტორებმა სტუმრებს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების შესახებ სპეციალური სწავლება ჩაუტარეს. ასევე, მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლეებისთვის მოაწყეს პრეზენტაცია, თუ როგორ მოქმედებენ ისინი სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო ოპერაციების დროს.

შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზეა ორგანიზებული. ბანაკის მიზანია პროგრამაში ჩართული მოზარდების ცნობიერების ამაღლება სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობის, მათი თანამშრომლების პროფესიული გადამზადებისა და სწავლების პროცესის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურას სტუმრობენ და ეცნობიან, თუ როგორ მუშაობს სამართალდამცავი სისტემა და მისის ცალკეული დეპარტამენტები. პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირება და მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.