საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ქართველი მეხანძრე-მაშველები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან

საქართველოში სტუმრად საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისია იმყოფება. მისიის წარმომადგენლები  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილს შეხვდენენ. შეხვედრაზე საუბარი INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის შემდეგ სტუმრები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიტუაციურ ოთახს ესტუმრნენ, სადაც სამსახურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზას . ასევე, გაეცნობიან სამსახურის მიერ საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის, INSARAG -ისათვის შერჩეულ მაშველთა 20 კაციანი ჯგუფის მომზადების დონეს და შესაძლებლობებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG -ის აკრედიტაციის მიღება სამსახურის სამაშველო ჯგუფისთვის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.

აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლები საქართველოში ა.წ. 20-24 მაისს იმყოფებოდნენ და სამსახურის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. მათი საბოლოო ანგარიში და სამოქმედო გეგმა სამსახურმა უკვე მიიღო.

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისიის ვიზიტი საქართველოში 28 ივნისამდე გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ღიბრაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე.

INSARAG-ის დელეგაციის მისია ხორციელდება გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (UN OCHA) მხარდაჭერით