საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა.

შეხვედრაზე თემურ მღებრიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.  ქრისტოს სტილიანიდისმა, რომელიც გასულ წელს გამართული ვიზიტისას ესტუმრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, განსაკუთრებით გამოყო სამსახურის მომზადების დონე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ქბრბ ჯგუფის აღჭურვილობა და გამოცდილება ევროპული სტანდარტების შესაბამისია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გახდეს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთოების მექანიზმის სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც უკანასნელ პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული სწავლებების კუთხით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე - ლევან ღირსიაშვილთან და ამავე სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროს - შალვა კვინიხიძესთან ერთად ესწრება.