საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ქართველ მეხანძრე-მაშველებს უკრაინაში სპეციალური სწავლება უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გვირაბებში, შახტებსა და ტექნიკურ ჭებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებენ.

სწავლება უკრაინაში, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ოპერატიულ სასწავლო ცენტრში ტარდება. სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.

ტრენინგში თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 10 მაშველი მონაწილეობს. 13-დღიანი სწავლების ფარგლებში, ქართველი მაშველები პროფესიონალიზმს აიმაღლებენ და სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით გამოცდილებას შეიძენენ.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები რთულ პირობებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით დაგროვილ ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებენ.