საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორს - თომას კარდენ უმცროსს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან ღირსიაშვილმა აშშ-ის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე რეფორმები და სიახლეები გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გახდეს დასავლური სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც უკანასკნელ პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების, ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული სწავლებების კუთხით.

აღნიშნული ღონისძიებები თომას კარდენ უმცროსმა პოზიტიურად შეაფასა და ქართულ მხარეს დასახულ მიზნებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისთან (ODC) მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ODC საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს უწყებათშორის სამაგიდო სწავლებებსა და ვარჯიშებს ყოველწლიურად ატარებს. ამერიკული მხარე უახლოეს მომავალში, უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადმოცემას გეგმავს.

გენერალ-მაიორი თომას კარდენ უმცროსი საქართველოში საერთაშორისო სამხედრო წვრთნების „Agile Spirit’ („მტკიცე სული 2019“) ფარგლებში იმყოფება.