საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სერბეთში, NATO-ს EARDCC-ის შედეგების მართვის ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სერბეთში, NATO-ს EARDCC-ის შედეგების მართვის ფართომასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობენ

“SRBIJA2018” – ის სწავლების გახსნის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი დაესწრნენ.

იენს სტოლტენბერგი ქართველ მეხანძრე-მაშველებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.

ფართომასშტაბიან სწავლებაში ჩართულია NATO-ს 29 მოკავშირე ქვეყნის 170 წარმომადგენელი.

სწავლების მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მათ შორის, სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შესაბამისი კოორდინაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკაში გავარჯიშება.