საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

კაჭრეთი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50მედ მეხანძრე მაშველი.
გურჯაანში, ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივში დაცვა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ქრობის სამუშაოებს აწარმოებენ.