შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ბათუმი - რევაზ კომახიძის ქუჩა.

ბათუმი - რევაზ კომახიძის ქუჩა.

საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დამწვარია 450 მ² ფართობი. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ძვირფასეულობა დაუბრუნდა მეპატრონეს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.