საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დამწვარია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, 150 მ² ფართობი.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა სახლის პირველი სართულის და გვერდით მდგარი საცხოვრებელი სახლების გადარჩენა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.