საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შეხვედრა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს კერემ კინიკანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განილეს.

ქართული მხარე როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის ოფისთან წარმატებით თანამშრომლობს, განხორციელებულია ერთობლივი პროექტები, როგორც საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებზე ცნობიერების ამაღლების, ასევე თანამშრომლების გადამზადების კუთხით.

სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი პრაქტიკული წვრთნები, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია.

კერემ კინიკანი ამავდროულად თუქეთის წითელი ნახევარმთავრის ორგანიზაციის პრეზიდენტია. შესაბამისად მხარეებმა ქართულ თურქულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს, საგანგებო სიტუაცების მართვის მიმართულებით.

კერემ კინიკანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებიო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე რეფორემბი და მზადყოფნა გამოთქვა, როგორც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახავერმთვარის, ასევე თურქული ორგანიზაციის სახელით, გააგრძელოს ქართულ მხარესთან თანამშრომლობა.

შეხვერას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სამსახურის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავარის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი კერემ კინიკანი და მისი დელეგაცია ესწრებოდნენ.