შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 31 მეხანძრე-მაშველს რესპირატორული დაცვის საშუალებების გამოყენებისა და მოვლის საკითხებზე თელავში სამდღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა;
სწავლების მიზანი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ამაღლება და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება იყო;
ტრენინგის დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ბიბერახის პარტნიორი ქალაქების განყოფილების უფროსი საბინე ენგელჰარდტი, ბიბერახის საკრებულოს წარმომადგენელი რაინერ ეტცინგერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ;
სწავლების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა;
ტრენინგი ბიბერახის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.