შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო განყოფილებას მოსწავლეები სტუმრობდნენ

სახანძრო-სამაშველო განყოფილებას მოსწავლეები სტუმრობდნენ

ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" მოსწავლეები სტუმრობდნენ.

ბავშვებს მეხანძრე-მაშველები გულთბილად დახვდნენ, პატარა სტუმრებს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით რჩევები მისცეს და სახანძრო მუზეუმი დაათვალიერებინეს.

მოსწავლეებმა მეხანძრე-მაშველებს სპეციალურად მომზადებული გზავნილებიც გადასცეს.