საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს

ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველს - კობა კეთილაძეს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, დღეს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში. 

ღვაწლმოსილ მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ესტუმრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალი ინიციატივა დაინერგა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება. აღნიშნული სიახლე სამომავლოდ ტრადიციად დამკვიდრდება.