საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი თემურ ჯიქია სამსახურიდან გააცილეს

თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი 55 წლის თემურ ჯიქია მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს.

თემური სამსახურიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა. ის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის გამორჩეული წევრი იყო და თითოეული თანამშრომლისთვის, მუდამ დადებით პიროვნებად და სამაგალითო პროფესიონალად ხასიათდებოდა.

გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდში იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც თემურ ჯიქიას წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის ბატონ თემურს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს.