საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ზანდუკელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის დაშენებაზე გაზის წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლის გავრცელების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.