საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

24 წელი სახანძრო-სამაშველო სამსახურში

ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი, 60 წლის ვახტანგ ჩუბინიძე მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს.

ვახტანგი სამსახურიდან მეხანძრე-მაშველებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა. ის ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების პირადი შემადგენლობის გამორჩეული წევრი იყო და თითოეული თანამშრომლისთვის, მუდამ დადებით პიროვნებად და სამაგალითო პროფესიონალად ხასიათდებოდა.

გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად ზესტაფონში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

მათ ვახტანგ ჩუბინიძეს, წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღრსიაშვიილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის ბატონ ვახტანგს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს.