საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

იბრაიმ დიასამიძე მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს

60 წლის მეხანძრე-მაშველი იბრაიმ დიასამიძე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა, მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს.

ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თითოეული მეხანძრე-მაშველი, იბრაიმის გვერდით გატარებულ წლებს, განსაკუთრებულად იხსენებს და თანამებრძოლს ძალიან მეგობრულ, კეთილ ადამიანად და სამაგალითო პროფესიონალად ახასიათებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაფასება და სამსახურიდან მათი ღირსეული გაცილება. იბრაიმ დიასამიძის გაცილების ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური.

იბრაიმ დიასამიძეს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ბატონი იბრაიმი სახანძრო-სამაშველო სამსახურში დიასამიძეების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი არ ყოფილა. ის წლების განმავლობაში ქედის რაიონის უსაფრთხოებაზე შვილთან ერთად ზრუნავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რჩება და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს იბრაიმის ვაჟი, მანუჩარ დიასამიძე. მანუჩარს წარმატებებს და მშვიდ მორიგეობებს ვუსურვებთ.