საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთმა ერთგულმა თანამშრომელმა, 55 წლის მაია სიჭინავამ დატოვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, კიდევ ერთმა ერთგულმა თანამშრომელმა, 55 წლის მაია სიჭინავამ დატოვა.
მაია სახანძრო-სამაშველო სამსახურში 36 წელი მსახურობდა. მისი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად დასაფასებელია.
ის ბოლო პერიოდში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობდა, მანამდე კი ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო ზედამხედველობის ინსპექტორი იყო.

მაია სიჭინავას სამსახურიდან გააცილების ღონისძიებაზე დასასწრებად სენაკში იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, რომელმაც დამსახურებულ თანამშრომელს წლების განმავლობაში  გაწეული ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ღვაწლმოსილი თანამშრომლების ღირსეული დაფასება. მაიას დიდ მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენი სამსახური მასთან მეგობრულ ურთიერთობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.