საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გალაქტიონ ქარდავა მეხანძრე-მაშველთა რიგებს ტოვებს

გალაქტიონ ქარდავა - 60 წლის მეხანძრე-მაშველი ჯვარიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ გალაქტიონ ქარდავა მეხანძრე-მაშველთა რიგებს ტოვებს.

ადამიანი, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში ბევრი ბრძოლა გამოიარა, სახანძრო-სამაშველო სამსახურში თავისი შეუპოვრობით და საქმისადმი დამოკიდებულებით მისაბაძი იყო ახალგაზრდა კოლეგებისთვის. ჯვარის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თითოეული მეხანძრე-მაშველი, გალაქტიონის გვერდით გატარებულ წლებს დადებითი ემოციებით იხსენებს და მას თავისი საქმის პროფესიონალად ახასიათებს.

ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო სამსახურიდან წასული თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა გააცილა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია. მას წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის გალაქტიონს თითოეული მორიგეობისთვის და წარმატებებს უსურვებს.