საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ორი თანამშრომელი გააცილეს

აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან ერთდროულად ორი თანამშრომელი, მამუკა კობახიძე და მალხაზ გაბელაია მიდის.

მამუკამ და მალხაზმა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად იმსახურეს, პროფესიული ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო დატოვეს.

განვლილ წლებს ორი მეგობარი სიამაყით იხსენებს. ამბობენ, რომ მათი ქალაქის და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რთული, თუმცა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო.

სამსახურიდან გაცილების სიმბოლურ ღონისძიებაზე დასასწრებად აბაშაში იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, რომელმაც მეხანძრე-მაშველებს წლების განმავლობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და სამეგრელოს მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია.

მამუკამ და მალხაზმა პროფესიას ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი მიუძღვნეს. მამუკა კობახიძე მეხანძრე-მაშველად 32 წელი, მალხაზ გაბელაია კი 24 წელი მუშაობდა. მადლობას ვუხდით მათ ერთგული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსახურებულ თანამშრომლებთან მეგობრულ ურთიერთობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.