საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დელეგაცია ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსი ზაზა ფანცულაია და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი როინ ვარშანიძე ბელორუსის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მინისტრ ვლადიმერ ვაშენკოს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს კრიზისების მართვის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
საუბარი შეეხო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სპორტულ ღონისძიებებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რისკის შეფასებას. ასევე, შენობების პროექტირების ეტაპზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას და დაცვას.

ვაშენკომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დელეგაციას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მინისტრი ქართულმა მხარემ შინაგან საქმეთა მინისტრის და სამსახურის უფროსის სახელით, სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ხელმოსაწერად საქართველოში დაპატიჟეს.