საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

60 წლის მურმან ჯაბნიძე მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა პირად შემადგენლობას 60 წლის მურმან ჯაბნიძე ემშვიდობება.

ის 24 წლის განმავლობაში ატარებდა მეხანძრე-მაშველის ფორმას და ერთგულად ემსახურებოდა მშობლიურ ქალაქს და ქვეყანას. მურმანი ბოლოს ჩაქვის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა, საიდანაც ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო წავიდა.

მეხანძრე-მაშველი თანამებრძოლებმა სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს. ჩაქვში მისი გაცილების ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლაშა თვაური და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბათაძე იმყოფებოდნენ.

მურმან ჯაბნიძეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მადლობას უხდის მურმანს თითოეული მორიგეობისთვის და წარმატებებს უსურვებს.

and