საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) რეგიონული შეხვედრა იტალიაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პალერმოში გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) რეგიონულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ქართული მხარის მიერ გატარებული სამუშაოებზე ანგარიში წარადგინა.

INSARAG-ის სამდივნოს მხრიდან კლასიფიკაციის მიღების პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა და ქართული მხარის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაეროს სამაშველო და საძიებო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) კლასიფიკაციის მისაღებად აქტიურად მუშაობს. შექმნილია მაშველთა ჯგუფი, რომელიც მუდმივ სწავლებასა და გადამზადებას გაეროს სტანდარტების შესაბამისად გადის. აღნიშნული კლასიფიკაცია საქართველოს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მისიებში და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

INSARAG-ის კლასიფიკაციის მიღების პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მენტორი გერმანიის ტექნიკური დახმარების სამსახურია (THW). THW-ს წარმომადგენლები მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან ქართველი მაშველებისთვის პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სწავლებებს.

გერმანელი კოლეგები საქართველოს წლის ბოლომდე კიდევ ერთხელ ეწვევიან, 2020 წლის თებერვლიდან კი დაგეგმილია სწავლებების ინტენსივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს INSARAG-ის კლასიფიკაციის მისაღებად მომზადებული მაშველთა ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.