საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ქბრბ სამმართველოს თანამშრომლები ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლებაში მონაწილეობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული სამმართველოს თანამშრომლები ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლებაში იღებენ მონაწილეობას.

5 დღიანი თეორიული კურსი აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ არის ორგანიზებული და მას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 24 წარმომადგენელი ესწრება. სწავლების მიზანი ბიოტერორიზმის გამოძიების მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის ეფექტურობის და პროცესში საეთაშორისო პარტნიორობის ჩართულობის გაზრდაა.

სწავლების პირველ დღეს, ‘’თბილისი მერიოტში’’ გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სწავლების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს, რაც კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის სხვადასხვა სახის სწავლებების ორგანიზებაში გამოიხატება. აღნიშნული კურსი თანამშრომლობის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბიოტერორიზმის ერთობლივი გამოძიების სწავლება ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ ქბრბ მორეაგირე მაშველთა ჯგუფების მზაობის ზრდას.