საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

კრიზისებზე რეაგირების სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე კრიზისებზე რეაგირების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი დასრულდა. კურსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის 13 წარმომადგენელი იღებდა.

სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. სწავლების ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მეხანძრე-მაშველებისგან მდინარის ბარიერის გადალახვის, სიმაღლიდან დაშვების და სხვა საგანგებო სიტუაციაში სამაშველო ოპერაციის ჩატარების პრაქტიკული უნარები შეისწავლეს.

კურსის დასასრულს, სახანძრო-სამაშველო ბაზაზე საჩვენებელი ვარჯიში გაიმართა, რის შემდეგაც, სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლების გავლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ეყოლება კვალიფიციური მორეაგირე ჯგუფი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.