საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა.

ავტოკიბე აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკს შეემატება და საგანგებო სიტუაციების დროს ქალაქ ბათუმის სახანძრო-სამაშველოს დანაყოფების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ავტოკიბე გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისვის, რაც ქალაქ ბათუმისთვის, მზარდი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შენაძენია.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა.

იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იაპონიის მთავრობისგან და ხალხისგან აქტიურად იღებს მხარდაჭერას კატასტროფების წინააღმდეგ სამსახურის მზაობის გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული პროექტი მხარეებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.