საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

შედეგად დამწვარია სახლის მანსარდი და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური.