×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

თემურ მღებრიშვილი ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გახსნით სხდომას დაესწო

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიხსნა.

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელ მალხაზ ლაგურაშვილთან ერთად დაესწრო.

სხდომაზე საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა, სხვა დამსწრეებთან ერთად განიხილეს 2018 წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობები. ღონისძიებაზე საბჭოს სამდივნომ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო წლის ანგარიში წარადგინა.

მიწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების კუთხით მიღწეულ პროგრესს, რაც საბჭოში შემავალი უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა 2015-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის აქტივობები განიხილეს და მათ შესრულების შესაბამისი სტატუსი მიანიჭეს. ისინი ასევე გეგმის განახლებისთვის საჭირო თემატური სამუშაო შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა 2020 წლის პირველ კვარტალში ჩაინიშნა.