საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ხანძარი ატენის ხეობაში

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

რთული რელიეფის და ხილვადობის არარსებობის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

სოფელ ორმოცთან მობილიზებულია 40-მდე მეხანძრე-მაშველი. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება 200 მეხანძრე-მაშველამდე.