საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველებმა გარეული ჯიხვი გადაარჩინეს

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა გარეული ჯიხვი გადაარჩინეს.

ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შუახევის სამმართველოს თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.