კახეთი - ძლიერი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხები ადიდდა.
დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა 6 შეტყობინება.
ლაგოდეხის სოფელ ჰერეთიკარიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან - ანაგა, ვაქირი, მაღარო.
სოფელ ვაქირში, ხევის ადიდების გამო 4 ავტომანქანა ჩარჩა წყალში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ 6 მოქალაქე გამოყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები.